Accentnews.ge
ტურისტებისთვის დამალული ბათუმი – სასიკვდილოდ გამეტებული ძაღლები [ფოტო]

ტურისტებისთვის დამალული ბათუმი – სასიკვდილოდ გამეტებული ძაღლები [ფოტო]

07/07/2021 16:54:24 საზოგადოება

2021 წლის ტურისტული სეზონი ბათუმში მიუსაფარი ძაღლებისთვის მძიმე აღმოჩნდა. როგორც ცხოველთა მოყვარულებმა შეამჩნიეს, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს კვებავდნენ, ქალაქის მერია ბათუმის ცენტრალურ უბნებს ძაღლებისგან ათავისუფლებს და არა თავშესაფარში, არამედ ნაგავსაყრელზე გადაჰყავს.

მას შემდეგ, რაც ცხოველთა მოყვარულებს მსგავსი ეჭვი გაუჩნდათ, დააორგანიზეს აქცია, გავიდნენ ნაგავსაყრელზე და უმძიმესი კადრებიც გადაიღეს. კადრებში ჩანს დაუძლურებული, მომაკვდავი ძაღლები ღია ცის ქვეშ. მათ ნაძილს მოძრაობის უნარიც დაკარგული აქვს.

„წელმოწყვეტილი, მომაკვდავი ეგდო წყალში ეს უბედური და ალბათ სიკვდილს ნატრობდა უზომო ტკივილის ფონზე..ვინმეს შეგიძლიათ მის ადგილზე წარმოიდგინოთ თავი? გარშემო ნაგავში, წყლის გუბეში, გადააგდილება არ შეეძლო და ზედ აწვიმდა“ – წერს სოციალურ ქსელში ტასო ლოსაბერიძე.

"ნაგავსაყრელზე „ბულდოზერი“ იცით რას აკეთებს? ტერიტორიას ასწორებს, რა დროსაც ცხოველები გარბიან, ამ ძაღლების უმეტესობას კი გაქცევის თავი არ აქვს“,– წერს კიდევ ერთი აქტივისტი.

აქტივისტების ცნობით, მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი მათ დაჰპირდნენ, რომ ნაგავსაყრელზე მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის მდგომარეობას, პირველ ეტაპზე, შეიძლება ტერიტორია გადაიხუროს.

„ეს ძაღლი რეალურია, საქართველოში, ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა.სხვა ქვეყანაში მარტო ამ ფოტოს გამო ახლა მინიმუმ ტელევარსკვლავი იქნებოდა და ოჯახში, საკუთარი პატრონი ეყოლებოდა.

ჩვენ ქვეყანაში? ბათუმის ცენტრიდან წაიყვანეს და ნაგავსაყრელზე დააგდეს. სასიკვდილოდ გაწირეს...“– ამბობს ლოსაბერიძე.

აქტივისტები საკუთარი ძალებით ცდილობენ სასიკვდილოდ გამეტებული ცხოველების მდგომარეობის შემსუბუქებას და ბათუმის ნაგავსაყრელზე მყოფი ცხოველების დასახმარებლად ჯგუფი შექმნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S