Accentnews.ge
„თალიბანი“ ავღანეთის ბადღისის რეგიონის მთავარ ქალაქ ქალა-ე-ნავში შევიდა

„თალიბანი“ ავღანეთის ბადღისის რეგიონის მთავარ ქალაქ ქალა-ე-ნავში შევიდა

07/07/2021 17:13:36 მსოფლიო

„თალიბანი“ ავღანეთის ბადღისის რეგიონის მთავარ ქალაქ ქალა-ე-ნავში შევიდა. ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

ავღანეთის მთავრობის ცნობით, თალიბები ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილდებიან და სამთავრობო არმიის ჯარისკაცებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ვრცელდება ცნობები, რომ თალიბებმა ქალაქის ციხე აიღეს და 400-მდე პატიმარი, მათ შორის „თალიბანის“ 100-ზე მეტი მებრძოლი გაათავისუფლეს. ციხის მცველი სამხედროები თალიბებს უბრძოლველად ჩაბარდნენ.

„თალიბანის“ პრეს–სპიკერის სუჰაილ შაჰინის განცხადებით, სამხედრო დაჯგუფება ქვეყნის 398 რაიონიდან 162-ს აკონტროლებს.

თავის მხრივ, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რადიკალური დაჯგუფების პოზიციებზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, 261 თალიბი მებრძოლი მოკლეს, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S