Accentnews.ge
რუსი ჯარისკაცი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს

რუსი ჯარისკაცი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს

07/07/2021 16:11:26 კონფლიქტები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერ დავით ქაცარავას განცხადებით, რუსი ჯარისკაცი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

"ატოცში, იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირეთ მავთულხლართების გაბმის პროცესი, დღეს უკვე მავთულხლართების აქეთ გადმოსული ოკუპანტი გადავიღეთ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ორკები უპრობლემოდ კვეთენ მათ მიერვე დაწესებულ ოკუპაციის ხაზებს, ზოგიერთები ამ ინფორმაციას ყურად არ იღებენ", – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში და ვიდეოს ავრცელებს:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეატყობინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ამუშავდა “ცხელი ხაზი”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S