ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე ბარიერს აშენებს
07/07/2021 13:07:14 მსოფლიო
ბელარუსიდან გადასული მიგრანტების შესაკავებლად ლიეტუვა საზღვარზე ბარიერს ააშენებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.
მისი თქმით, საზღვარზე პატრულირებისთვის განთავსდება არმიაც.
„ჩვენ დავიწყებთ ლიეტუვისა და ბელარუსის გამყოფი დამატებითი ფიზიკური ბარიერის შენებას, რომელიც იქნება კონკრეტული ნიშანი და შემაკავებელი არალეგალური მიგრაციის ორგანიზატორებისთვის“, – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ პრესკონფერენციაზე.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული ზომების განხორციელების გადაწყვეტილება ლიეტუვის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსმა ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ლიეტუვასთან საზღვრის გადაკვეთა დაუშვა.


