Accentnews.ge
უცნობმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ სახლში მოკლეს, მისი ცოლი დაჭრეს

უცნობმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ სახლში მოკლეს, მისი ცოლი დაჭრეს

07/07/2021 11:48:36 მსოფლიო

უცნობმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი პორტ-ო-პრენსში საკუთარ სახლში მოკლეს, მისი ცოლი დაჭრეს, - იუწყება BBC.

მისივე ცნობით, ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას ქუჩაში, რომელსაც შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ.

ჟოვენელ მოიზე, რომელიც 53 წლის იყო, პრეზიდენტად 2017 წლის თებერვალში აირჩიეს,თუმცა მისი მმართველობა მშვიდი არ ყოფილა. 2018 წლის ოქტომბერში მოიზზე თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ის სერიოზულად არ დაშავებულა.

მიმდინარე წლის მარტში ჰაიტიში საპროტესტო აქციები გაიმართა პრეზიდენტ მოიზეს მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. ამ ზომებს შორის იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობის და პარლამენტის ზედა პალატის გაუქმება. ასევე პრეზიდენტისთვის გათვალისწინებული იყო ორი ხუთწლიანი ვადით თანამდებობაზე ყოფნა. ამ საკითხებზე რეფერენდუმი 27 ივნისისთვის იყო დანიშნული, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S