
აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ დაჯარიმდა
25/07/2019 06:07:04 სხვა, სამართალი
აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატს ელგუჯა ბაგრატიონს 150 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის პოლიცია სამი საათის განმავლობაში კითხავდა.
აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს გამოძიება ხმაურის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა. როგორც ეპუტატი განმარტავს, ის სამართალდამცველებმა მას შემდეგ გადაიყვანეს გამოკითხვაზე, რაც შეტყობინება ხმაურის შესახებ შეკვეთილში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლიდან შევიდა.
ბაგრატიონი ამბობს, რომ ივანიშვილის ცდილობს ამ მეთოდებით შეკვეთილში მიმდინარე აქციის მონაწილეები შეაჩეროს, რომ მშვიდად დაიძინოს.
შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან აქციები გავრილოვის ღამის" შემდეგ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილიას" მიერ წამოყენებულ მოთხოვნას – გადადგეს შს მინისტრი, სოლიდარობას უცხადებენ.