Accentnews.ge
მეუფე იაკობი – ძალადობრივ მოვლენებზე: „პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ“

მეუფე იაკობი – ძალადობრივ მოვლენებზე: „პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ“

07/07/2021 08:52:39 საზოგადოება

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ არც თავად და არც საპატრიარქო 5–6 ილისის ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

"ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობას არ ვგრნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ... მათ უკან ვინც იდგა (უშუალოდ თაბაგარზე და სხვებზე არ ვლაპარაკობ, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ), არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი", - განაცხადა მეუფე იაკობმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.

6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფების წევრები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S