"ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ვაერთიანებთ"
07/07/2021 07:41:37 პოლიტიკა, მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, "ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი.
ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისი გამოსვლის ნაწილის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
„ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენას: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში, ჩვენ არ ვანსხვავებთ, ვაერთიანებთ“, – აცხადებს მიშელი.


