თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
07/07/2021 07:00:20 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 1 392 შემთხვევა გამოვლინდა, 531 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემებით, ჩატარდა 38 136 ტესტი, მათ შორის – ანტიგენის სწრაფი ტესტით 17 650, „პისიარ“ ტესტით – 20 486.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 3,17%, ბოლო შვიდი დღის – 3,7%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა,
- აჭარა – 61,
- იმერეთი – 130,
- ქვემო ქართლი – 84,
- შიდა ქართლი – 62,
- გურია – ცხრა, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33,
- კახეთი – 69,
- მცხეთა-მთიანეთი – 29,
- სამცხე-ჯავახეთი – 23,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ხუთი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016 საიდანაც
- 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 799, აჭარაში – 152, იმერეთში – 395.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 633 პირი, მათ შორის, თბილისში – 345, აჭარაში – 35, იმერეთში -144.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში – 113, აჭარაში – 6, იმერეთში – 14.
- 853 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 642 – თბილისში, 204- აჭარაში.
- 7 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – ოთხი.


