Accentnews.ge
მერკელი ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერს

მერკელი ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერს

07/07/2021 06:27:34 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განაცხადა, ხედავს ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრებს სტრატეგიული მიზეზების გამო.

„ევროკავშირის ინტერესებშია ამ პროცესის წინ წაწევა“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს ვირტუალურ კონფერენციაზე დასავლეთ ბალკანეთის შესახებ.

როგორც მესია წერს, მან ირიბად რეგიონში რუსეთის და ჩინეთის გავლენისკენ მიანიშნა.

კონფერენციას სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მონტენეგროს და კოსოვოს ლიდერები ესწრებოდნენ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად.

„ჩვენი პირველი პრიორიტეტი რეგიონში გაფართოების დღის წესრიგის დაჩქარება და მხარდაჭერაა ჩვენი დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების მიმართ, რათა მათ საჭირო რეფორმების გასატარებლად იმუშაონ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“, - განაცხადა მან.

კონფერენციაზე მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ძალიან ნათლად“ გამოხატა ექვსი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა.

ამასთა, როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანია აღნიშნულ ექვს ქვეყანას 3 მილიონ კოვიდ-19-ის ვაქცინას "რაც შეიძლება სწრაფად“ გადასცემს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S