თბილისში ქუჩების ნაწილს წყალი 26 საათის განმავლობაში არ მიეწოდება
07/07/2021 04:58:33 საზოგადოება
თბილისში ქუჩების ნაწილს წყალი 26 საათის განმავლობაში არ მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს და განმარტავს, რომ ამის მიზეზი ის ხდება, რომ კომპანია თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ბაგების სატუმბო სადგურში ახალი ტუმბო-აგრეგატების დამონტაჟებას იწყებს.
7 ივლისს 22:00 საათიდან 8 ივლისის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
პეტრე ქავთარაძის N 32-42(ლუწებს); N15-27(კენტებს); ნუცუბიძის N131-179(კენტებს); N80-86(ლუწებს); მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N 9,14,15,8ა,10,11,12,13,16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზ. N75,77,79; N72-80; თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს ვაჟას მე-7 კვარტლის N 25 კორპ, ჟღენტის N 2 , ბედიას ქ. N 1,2,3-ს, უნივერსიტეტის, ნაფეტვრების გზის ქუჩას, ფხაკაძის, ბაგების კორპუსებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, ბაგების დასახლებას, კაკლების დასახლებას მთლიანად, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობის, უჩანეიშვილის, ჭავჭავაძის N 39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82,83, 84, თამარაშვილის N 1, 3, 4, 5, 7, 9,2ა ,2, 4ა ; გ.წერეთლის, ლეჟავას, სულიკო ხაბეიშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირს ,ციციშვილის ქ თავის შესახვევებით, წყნეთის გზატკეცილს შესახვევებით გასავალით და ჩიხებით ,უჩანეიშვილის 2 შესახვევს , უჩანეიშვილის 1 გასავალი, საკანდელიძის, დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის ქუჩებს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს.
7 ივლისს 22:00 საათიდან 9 ივლისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წყნეთს, წავკისს, წავკისის ველს, ტაბახმელას, შინდისს, კიკეთს, კოჯორს. ბეთანიას, ახალდაბასა და კვესეთს.


