Accentnews.ge
ლატვია საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიაწვდის

ლატვია საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიაწვდის

06/07/2021 21:21:52 საზოგადოება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა.

„ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ალბანეთი და კენია. ჩვენ ამ პანდემიას ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით დავძლევთ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S