Accentnews.ge
„მარშუტკები მოიყვანეს, მაგრამ ჩაჯდომას არავინ აპირებს“ – სოლიდარობის აქცია დასრულდა, თუმცა რუსთაველის დატოვება ვერ ხერხდება

„მარშუტკები მოიყვანეს, მაგრამ ჩაჯდომას არავინ აპირებს“ – სოლიდარობის აქცია დასრულდა, თუმცა რუსთაველის დატოვება ვერ ხერხდება

06/07/2021 18:57:16 საზოგადოება

პოლიცია ყველაფერს აკეთებს რომ ძალის გამოყენების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუაცია და ასეც არის. შესაბამისად, მშვოდობით დამთავრდება ყველაფერი,– განაცხადა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.

მისი თქმით, ჯერ პარლამენტი მიმდებარე ტერიტორიიდან სოლიდარობის აქციის მონაწილეების გაყვანა მოხდება და შემდეგ კონტრაქციის წევრების:

„პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ აქციის მონაწილეებს შორის არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება, ესაუბრება აქციის მონაწილეებს, შედეგად, ორივე მხარეს დასრულდება მშვიდობიანად. ორივე მხარეს აქცია უნდა დასრულდეს უსაფრთხოდ“.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რომელიც ესაუბრა საპატრულო პოლიცის ხელმძღვანელს, აქცია დასრულებულია, თუმცა მიმდინარეობს კომუნიკაცია, თუ როგორ დატოვონ დემონსტრანტებმა ადგილი უსაფრთხოთ.

„მარშუტკები მოიყვანეს და იქ ჩაჯდომას არავინ აპირებს. ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“.

ინფორმაციისთვის: კონტრაქციის მონაწილეები უკანასკნელი საათების განმავლობაში ძალადობდნენ, დაფიქსირდა ქვების სროლისა და პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევებიც, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, დაშავდა პოლიციელიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S