გაფრინდაშვილი: „კობახიძე ფეხით არ დადის, თორემ მასაც საფრთხე შეექმნებოდა თმის გამო“
06/07/2021 18:25:07 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია მიმდიანრეობს, კვლავ დაძაბულია ვითარება. სოლიდარობის აქციას შეუერთდა ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
ვაჟა ექიმი სოლიდარობას უცხადებს სიძულვილის ჯგუფების მიერ დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს.
“მე ვითხოვ კანონის დაცვას. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. თუ კანონით არ არის აკრძალული, მე ყველაფრის უფლება მაქვს.
ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული. ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო. საბედნიეროდ კობახიძე ფეხით არ დადის თორემ მასაც დიდი საფრთხე შეექმნებოდა თავისი გრძელი თმების გამო,” – განაცხადა "რუსთავი 2"–თან ვაჟა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს. პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან ძალადობრივი ჯგუფები, ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ძალადობა.


