Accentnews.ge
რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

06/07/2021 17:49:17 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ორი აქცია მიმდინარეობს – პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ.

მეორე აქცია ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციას აქვს კორდონი გაკეთებული, აღმართულია რკინის ჯებირები. "პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კორდონის გარღვევას პერიოდულად ცდილობენ. რამდენჯერმე გაიმართა ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და მოძალადეებს შორის.

მოძალადე ჯგუფებმა პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირების მოხსნა სცადეს და შსს-ს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ქვებს ესვრიან.

სამართალდამცველებმა რამდენიმე მოძალადე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S