Accentnews.ge
„ვიცი და იმიტომ ვამბობ“ – უგულავას ვერსიით, გუშინდელი ძალადობა ორმა პირმა დაგეგმა

„ვიცი და იმიტომ ვამბობ“ – უგულავას ვერსიით, გუშინდელი ძალადობა ორმა პირმა დაგეგმა

06/07/2021 17:45:38 საზოგადოება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგლავას ინფორამაციით, 5 ივლისის ძალადობრივი მვლენები, რომელსაც თავად სპეც–ოპერაციად აფასებს, ორი ადამიანის მიერ დაიგეგმა.

„ვიცი და იმიტომ ვამბობ“,– განაცხადა უგულავამ და „ტვ პირველის“ ეთერში განმარტა, რომ სპეც–ოპერაცია დაგეგმეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოსაყდრე შიომ, ხოლო მათი შუამავალი იყო მეუფე იაკობი.

უგულავა ამბობს, რომ თითოეულს საკუთარი ამოცანა ჰქონდა:

„ღარიბაშვილის ამოცანა იყო, აეღოთ კარვები და საპატრიარქოს ამოცანა იყო საკუთარი პრობლემები – ის ბრალდებები, რომლებიც ჟღერდება ეკლესიის შიგნით უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან და რომელთაც პასუხი არ აქვს. პასუხი მივიღეთ „გაღმა გამოდავება“. სინანულის ნაცვლად ადამიანები დაჭამოთ, ეს სახარებაში სადმე წერია? მეუფე შიო, ეს სადმე წერია, რომ ადამიანები უნდა დაასახიჩროთ? ვამპირებად იქეცით, გეშინიათ კამერების, იმიტომ, რომ ხალხის გეშინიათ, იმიტომ, რომ იცით თქვენი ცდოვნები. ამით ვერაფერს გადაფარავთ“,– განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ „[მეუფე შიო–რედ.]იაკობზე უარესია, რადგან ბოლო კურთხევა მან მისცა ამ საზიზღრობას“.

ამასთან მან სხვა მეუფეები გააკრიტიკა, მათ შორის ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

„მრცხვენია, რომ გამრეკელისთვის აღსარება მაქვს ჩაბარებული. რუსეთს მაშინაც უძვრებოდა, მაგრამ ასეთ არასდროს ყოფილა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S