Accentnews.ge
რუსთაველზე დაძაბულობაა – კონტრაქციის მონაწილეები ორ პირს გაუსწორდნენ

რუსთაველზე დაძაბულობაა – კონტრაქციის მონაწილეები ორ პირს გაუსწორდნენ

06/07/2021 16:51:27 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე, სადაც სოლიდარობის აქცია „თავისუფლებისთვის და კონტრაქცია მიმდინარეობს, ვითარება პერიოდულად იძაბება. ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფები ორ პირს ფიზიკურად გაუსწრდნენ, მათ შორის, ახალგაზრდა ქალს. კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულად არიან განწყობილი ყველას მიმართ, ვინც სოლიდარობის აქციაზე ცდილობს მისვლას. სოლიდარობის აქციაზე კი მრავალფეროვანი საზოგადოებაა წარმოდგენილი. აქ არიან მსახიობები, ექიმები, იურისტები, უფლებადამცველები, ექიმები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და ა.შ. მდუმარე აქციაზე" მივიდა "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი.

თაბაგარის თქმით, მათი მიზანი იყო ლგბტ თემის პრობლემებზე მშვიდობიანად ესაუბრათ და მსვლელობა ჰქონოდათ.

"ჩვენ გვინდოდა გამოსვლა იმისთვის, რომ გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც უდგათ ლგბტ ადამიანებს, ზუსტად ამ ყველაფერზე სალაპარაკოდ გვინდოდა ჩვენ მშვიდობით ჩავლა და ერთხელ და სამუდამოდ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა რომ რატომ არ შეიძლება ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა მშვიდობიანად შევიკრიბოთ და გვქონდეს მსვლელობა. დღეს იმედი მაქვს რომ ბევრი ადამიანი იქნება იმისთვის, რომ იმ უმსგავსო ძალადობას პასუხი გაეცეს და მშვიდობიანად ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ძალადობა არ არის ის ფორმა რომლითაც ჩვენ გვინდა ურთიერთობა ერთმანეთში", - ამბობს გიორგი თაბაგარი.

რადიკალური ჯგუფის წევრება პირველ სკოლასთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს, რის გამოც ადგილზე შეხლა–შემოხლა იყო, მათ შორის, ხელჩართული ჩხუბი პოლიციასთან და სოლიდარობის აქციის მონაწილეებთან. პოლიციელებმა რამდენიმე პირი აქციას განარიდეს.

ადგილზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. გუშინდელისგან განსხვავებით, მობილიზებულია განსაკუთრებული რაოდენობის პოლიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S