Accentnews.ge
რუსთაველზე ორი აქცია მიმდინარეობს – ვითარება პერიოდულად იძაბება

რუსთაველზე ორი აქცია მიმდინარეობს – ვითარება პერიოდულად იძაბება

06/07/2021 16:23:26 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მდუმარე, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილნი არიან მოქალაქეები, რომლებიც 5 ივლისის ძალადბრივ მოვლენებს გმობენ. ადგილზე ჯერ ისევ იკრიბებიან მოქალაქეები. არ კეთდება განცხადებები, მოწოდებები, არ არის ტრიბუნა – მოქალაქეები მდუმარედ გამოხატავენ პროტესტს.

ადგილზე მრავალფეროვანი საზოგადოებაა თავმოყრილი: არიან ექიმები, ადვოკატები, ბიზნესმენები, მსახიბები, ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები.

„ეტყობა დაგვავიწყდა, რომ ასეთი ტიპის ძალადობებმა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანა. თუ მსგავსი გამოვლინებები არ აღმოიფხვრა, მას იქამდე მივყავადთ. პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, მაგრამ ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს“,– განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია. მათ 5 ივლისს, ძალადობრივი აქციის დროს ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებზე თავდასხმა გააპროტესტეს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვეს.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს ქაშუეთთან. ადგილზე პერიოდულად იძაბება ვითარება, რადგან ძალადობრივი ჯგუფის წევრები სოლიდარობის აქციაზე შეღწევას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ – მათ რკინის ჯებირებიც აქვთ აღმართული. მათ ადგილს რამდენიმე პირი განარიდეს. ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ძალადობრივი მოწოდებები.

გუშინდელისგან განსხვავებით, ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S