Accentnews.ge
5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

06/07/2021 16:05:12 საზოგადოება

5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ ალადაშვილის კლინიკაში განაცხადეს. შესაბამისად, არ დასტურდება ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ.

5 ივლისს მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც თვითმხილველების თქმით, საყურე ეკეთა. თვითმხილველები თავდამსხმელის შეძახილებიდან გამომდინარე, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თავდასხმის საფუძველი სწორედ ეს გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S