პეტერბურგში ესტონეთის კონსული დააკავეს
06/07/2021 15:47:12 მსოფლიო
პეტერბურგში ესტონეთის კონსული მარტ ლიატტე დააკავეს.
როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ირწმუნება, დიპლომატი "რუსეთის მოქალაქისგან დახურული ტიპის მასალების მიღებისას" იქნა დაკავებული.
«მსგავსი საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური მუშაკის სტატუსთან და რუსეთის მიმართ დაუფარავად მტრულ ხასიათს ატარებს», — ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, კონსულის მიმართ "საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ზომები იქნება გამოყენებული".


