Accentnews.ge
„რიონის ხეობის მცველებთან“ თანამშრომლობას „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“ წყვეტს

„რიონის ხეობის მცველებთან“ თანამშრომლობას „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“ წყვეტს

06/07/2021 15:17:57 საზოგადოება

ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის შემდეგ, "რიონის ხეობის მცველებთან" თანამშრომლობას სოციალური სამართლიანობის ცენტრიც წყვეტს. მათ განცხადებაში წერია, რომ ხეობის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი აქციის მხარდაჭერა მიუღებელია. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო "მწვანე ალტერნატივამაც".

"რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარილებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.

ამ რეალობაში “რიონის ხეობის მცველების” მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გადამწყვეტია არა არჩევანის გაკეთება სოციალური თანასწორობის პრინციპსა და ბუნებრივი გარემოს დაცვას შორის, არამედ ამ ღირებულებებისთვის ერთიანი ბრძოლის წარმოება. ჩვენთვის დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლიანობის და სოლიდარობის იდეები და პრინციპები მუდმივ თანაკვეთაში არსებობს, მათ ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ვიყენებთ და თანაბარ პოლიტიკურ ღირებულებას ვანიჭებთ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S