„დღეს ჩემი შვილი, „გუშინ როგორ ბავშვებს ურტყამდნენო?“, ჩემი მეგობრის ოჯახს სახლამდე სდიეს“
06/07/2021 15:02:15 პოლიტიკა, საზოგადოება
„ლელოს“ წევრ ლანა გალდავას შეფასებით, გუშინდელი მოვლენები თავისი მასშტაბით არა კონკრეტულ ადამიანებს, საზოგადოებას შეეხო, რადგან ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც „პრაიდთან“ შემხებლობაში არ იყვნენ. ამიტომ, ის დარწმუნებულია, რომ 20:00 საათისთვის დაანონსებულ მდუმარე აქციაზე ბევრი ადამიანი მივა.
„დღეს ჩემი შვილი – 10 ნლის ბავშვი გადიოდა სახლიდან და მეკითხე, „გუშინ როგორ ბავშვებს ურტყამდნენო?“. ჩემი მეგობრის ოჯახს სახლამდე სდიეს – ახალგაზრდა დედას და შვილს, რადგან მათი ჩაცმულობა არ მოწონათ – ხვდებით, რა მასშტაბის აგრესიაზეა საუბარი? მთელი რუსთაველი, ვაკე იარეს და გაერო–ს ოფისს მიადგნენ. მითითება ჰქონდათ, რომელი ოფისები დაერბიათ. მრგვალ ბაღთან მანქანაში მსხდომი ორი ახალგაზრდა გოგო სცემეს და მანქანას ურტყამდნენ!“.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.
იხილეთ ასევე: „ასე ხდებოდა ისლამური რევოლუცია ირაში“ – გაუქმებული სახელმწიფოს პერსპექტივა
беспредельщина თბილისის ქუჩებში – რატომ ამოიღეს მედია სამიზნეში?
ვის პასუხისმგელობას ხედავენ „ქართულ ოცნებაში“ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე


