NAEC: "ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირმა სცადა გასვლა"
06/07/2021 14:06:16 საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, გამოცდაზე აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირმა სცადა გასვლა.
მისი ცნობით, შემთხვევა დღეს ინგლისური და რუსული ენების გამოცდის დროს მოხდა. პირმა გამოცდაზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, აბიტურიენტი კი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.
როგორც NAEC აცხადებს, დღეს გამოცდაზე აბიტურიენტთა 92% გამოცხადდა, 100-ზე მეტ აბიტურიენტს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გამოცდებს მოგვიანებით ჩააბარებენ.


