Accentnews.ge
გამყრელიძე: "ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია"

გამყრელიძე: "ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია"

06/07/2021 11:07:23 საზოგადოება

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთჯერადი აცრის შემდეგ დაინფიცირდა აცრილთა დაახლოებით, 0.8%, ორჯერადი აცრის შემდეგ - დაახლოებით, 0.3%

"15 მარტის შემდეგ, რაც აცრები დავიწყეთ, კოვიდით გარდაცვლილია 1 668 ადამიანი და მათგან 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98.6% გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული. ერთჯერადი აცრის შემდეგ დაინფიცირდა სადღაც 0.8%, ორჯერადი აცრის შემდეგ - დაახლოებით 0.3%. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია", – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S