Accentnews.ge
"ამ დროისთვის ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რისკია, რომ შესაძლოა, მეტად გავრცელდეს"

"ამ დროისთვის ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რისკია, რომ შესაძლოა, მეტად გავრცელდეს"

06/07/2021 10:45:01 საზოგადოება

ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული. 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ინდური შტამის მაჩვენებელმა შესაძლოა, 10-დან 20%-მდე მოიმატოს.

„ქვეყანაში ჯამურად დელტას, ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული. 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს. ჯერ–ჯერობით რაიმე მძიმე მიმდინარეობა არ არის, თუმცა რისკია, რომ შესაძლოა, მეტად გავრცელდეს. შეფასებული მაჩვენებლით ეს 10-დან 20%-მდეა. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S