Accentnews.ge
"პირებს, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სახლში აცრიან"

"პირებს, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სახლში აცრიან"

06/07/2021 10:47:38 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პირებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, რესპუბლიკური კლინიკის ამცრელი ბრიგადები ბინაზე მოემსახურებიან.

გაბუნიას თქმით, ამისთვის თავად ამ პირმა ან ოჯახის წევრმა ვაქცინაციის "ცხელ ხაზს" 1522 უნდა მიმართოს:

"რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალით, დაწესებულების ცხელი ხაზით და კლინიკაში ვიზიტით. მოქმედებს ვაქცინაციის ორი ცხელი ხაზი 1522, რომელიც მეტად კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული და ვაქცინაციის სპეციალურ საჭიროებებს განიხილავს. თუ ხანდაზმული პირი ან ქრონიკული დაავადების მქონე, რომელიც ბინაზეა მიჯაჭვული და ვერ ახერხებს გადაადგილებას და სჭირდება ბინაზე აცრის მოთხოვნა, 1522 იღებს ამ მოთხოვნას და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ ხდება ამცრელი ბრიგადის ორგანიზება ბინაზე. 100-მდე ასეთი მოქალაქეა უკვე აცრილი", – აცხადებს გაბუნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S