მთავრობა I და II შვილზე სესხს 6%-ით, მესამესა და შემდეგზე კი 8%-ით დაასუბსიდირებს
06/07/2021 09:43:34 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ “აწარმოე საქართველოს” პროგრამით ოჯახებს, ვისაც ახალშეძენილი შვილი ეყოლებათ და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას გადაწყვეტენ, იპოთეკური სესხი დაუსუბსიდირდებათ.
მისი თქმით, პირველი ან მეორე შვილის შეძენის დროს ბინის ყიდვისას სესხის, სულ მცირე, 6%-ის თანადაფინანსება მოხდება, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე კი 8%-ს:
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მომავალზე ორიენტირებული პროგრამა. როგორც კი ეს პროგრამა ამოქმედდება, ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით”, – აცხადებს ნათია თურნავა.
მისი თქმით, თანადაფინანსება 5 წელიწადის განმავლობაში გაგრძელდება და სესხის ოდენობა 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე უნდა იყოს.


