Accentnews.ge
სამინისტო: "შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება"

სამინისტო: "შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება"

06/07/2021 07:21:06 საზოგადოება, რეკლამა

შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში კარბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი ცნობით, აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.

„პროექტის ფარგლებში 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. არხები გაიწმინდა ნატანი მასისგან და რკინაბეტონის ღარებით მოპირკეთდა; მოეწყო ტიპიური ნაგებობები, წყალაღებისა და წყალგანაწილების კვანძები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კარბისა და მერეთის ნაწილის 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ღირებულებაა 468 700 ლარი.

საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S