Accentnews.ge
მასშტაბური თაღლითობა ინდოეთში –  ათასობით ადამიანი კოვიდის წინააღმდეგ მარილიანი წყლით აცრეს

მასშტაბური თაღლითობა ინდოეთში –  ათასობით ადამიანი კოვიდის წინააღმდეგ მარილიანი წყლით აცრეს

06/07/2021 08:11:11 მსოფლიო

ინდოეთში ათასობით ადამიანი კოვიდ–ვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს,– იუწყება CNN.

ირკვევა, რომ საქმე ეხება ყალბი ვაქცინების დამზადება–გაყიდვას. ამ ფართომასშტაბიანი თაღლითობის მსხვერპლი ათასობით ადამიანი გახდა. სქემაში კი სამედიცინო პერსონალი იყო ჩართული.

მუმბაის პოლიციის უფროსის ვიშალ თხაკურას თქმით, მუმბაისა და მის მიმდებარე რეგიონებში ყალბი ვაქცინით იმუნიზაციის სულ მცირე, 12 კამპანია ჩატარდა და ამ კამპანიის ორგანიზატორები მარილიანი წყლით ცრიდნენ ადამიანებს. სულ მცირე 2 500 ადამიანს გაუკეთდა ყალბი ვაქცინა, შედეგად კი ორგანიზატორებმა 28 000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს.

პოლიციამ გამოძიება, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომლებმაც იმუნიზაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებში ეჭვი შეიტანეს.

ამ დროისთვის 14 ადამიანია დაკავებული, რომლებსაც ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინათ და მათი რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინდოეთი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მსოფლიო მედია მოიცვა შემზარავმა კადრებმა ქვეყნიდან, სადაც არ იყო სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა, იყო მედიკამენტების დეფიზიტი, პაციენტები კლინიკების შესასვლელებში იღუპებოდნენ.

მაისის ბოლოს ინფიცირების შემთხვევების კლების გამო სამედიცინო სისტემის დატვირთვა შემსუბუქდა, რამაც მთავრობას იმუნიზაციის მასობრივი პროცესის დაწყების საშუალება მისცა.

ხელისუფლების მონაცემებით, ამ დროისთვის ინდოეთის მოსახლეობის 4,5% – 62 მილიონი ადამიანია ორივე დოზით აცრილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S