Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე: "გუშინ რაც მოხდა იყო მარაზმი"

პარლამენტის თავმჯდომარე: "გუშინ რაც მოხდა იყო მარაზმი"

06/07/2021 07:54:33 პოლიტიკა

გუშინ რაც მოხდა, ერთადერთი სახელი რასაც დავარქმევდი, ეს იყო მარაზმი და ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება,– ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, მაგრამ მან არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა წახალისებული ძალადობა, მათ შორის, პრემიერ–მინისტრის მხრიდან და აგებს თუ არა ის პასუხს.

კუჭავას 5 ივლისის განცხადება იხილეთ აქ

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.

იხილეთ ასევე: беспредельщина თბილისის ქუჩებში – რატომ ამოიღეს მედია სამიზნეში?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S