Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

06/07/2021 06:48:06 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 591 პირი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 606 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 693, „პისიარ“ ტესტით – 9 913.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,49%, ბოლო 14 დღის – 3,01%, ბოლო შვიდი დღის – 3,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 371 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 718 გამოჯანმრთელდა, 5 383 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 272 810 ადამიანი, დღიურად აცრილია 3667.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა,
  • აჭარა – 54,
  • იმერეთი – 125,
  • ქვემო ქართლი – 89,
  • შიდა ქართლი – 32,
  • გურია – 7,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57,
  • კახეთი – 72,
  • მცხეთა-მთიანეთი – 23,
  • სამცხე-ჯავახეთი – 15,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც:

  • 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 697, აჭარაში – 153, იმერეთში – 380.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში – 32, იმერეთში -150.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 6, იმერეთში – 11.
  • 837 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 630 – თბილისში, 195- აჭარაში.
  • 6 368 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 7.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S