Accentnews.ge
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

06/07/2021 06:40:11 მსოფლიო

კამჩატკაში სამგზავრო თვითმფრინავს, რომელზეც 22 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. Ан-26 ხაზზე არ გამოდის - იუწყება რუსული მედია.

ამ ეტაპზე ძებნა ვერტმფრენის საშუალებით ხორციელდება - თვითმფრინავის კვალს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს.

სამგზავრო თვითმფრინავი პეტროპავლოვსკიდან კამჩატკის ერთ-ერთ დასახლებაში, პალანაში მიფრინავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S