კლინიკაში მედიის ძალადობრივ აქციაზე დაშავებული 6 წარმომადგენელი რჩება
06/07/2021 06:37:12 საზოგადოება
ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაშავებული მედიის 6 წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ორ მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას პოლონეთის მოქალაქეც, რომელიც თვითმხილველების თქმით, საყურის ტარების გამო დაჭრეს.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.
შსს ადმინისტრაციული წესით რვა პირის დაკავების შესახებ იუწყება.
იხილეთ ასევე: беспредельщина თბილისის ქუჩებში – რატომ ამოიღეს მედია სამიზნეში?


