Accentnews.ge
ჟურნალისტებზე  ორგანიზებულ თავდასხმებს დღეს საქართველოს რეგიონებში აპროტესტებენ

ჟურნალისტებზე  ორგანიზებულ თავდასხმებს დღეს საქართველოს რეგიონებში აპროტესტებენ

06/07/2021 06:32:39 საზოგადოება

5 ივლისს თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებზე გამოცხადებულ ნადირობას და ძალადობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გააპროტესტებენ. ჟურნალისტები ლოზუნგით, „დაისაჯონ დამნაშავეები!“, „მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა!“ შეიკრიბებიან კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლში.

ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლების წახალისების გარეშე ძალადობრივი ჯგუფები ვერ გაბედავდნენ იმას, რაც 5 ივლისს თბილისის ქუჩებში ხდებოდა.

აღნიშნული მოტივით ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები უკვე შეიკრიბნენ გორში, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებასთან. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს დაშავებულ ჟურნალისტებს და თითოეული ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.

„მოგვეცით მუშაობის უფლება! ნუ გვცემთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს! – ესაა ჩვენი მოთხოვნა და ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია, მაგრამ გუშინ ვერ ვნახეთ კონსტიტუცია, კანონების აღსრულება. ადამიანებს სცემდნენ იმის გამო, რომ კითხვის დასმა უნდოდათ. ჩვენი ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ უკეთეს ქვეყანაში გვინდა გაღვიძება, გუშინ კი უარეს ქვეყანაში გავიღვიძეთ. თუ ასე გაგრძელდა, არ იქნება სათანადო რეაქცია, ყოველ დღე უარეს ქვეყანაში გავიღვიძემთ. დღეს საქართველო ყველაზე ცუდი იმიჯით ჩანს დასავლეთში“,– განაცხადა ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.

შსს ადმინისტრაციული წესით რვა პირის დაკავების შესახებ იუწყება.

იხილეთ ასევე: беспредельщина თბილისის ქუჩებში – რატომ ამოიღეს მედია სამიზნეში?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S