პარლამენტთან ხმაური იყო
05/07/2021 20:10:07 საზოგადოება
პარლამენტის წინ ხმაური იყო.ადგილზე იმყოფებოდნენ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები, რომელთაც რამდენი თვის განმავლობაში, პარლამენტთან კარვები ჰქონდათ გაშლილი, რა დროსაც, სავარაუდოდ, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მათ თავს დაესხნენ.
"რამოდენიმე წუთის წინ, პარლამენტთან მე და გიორგი მუმლაძეს, ინტერვიუს მიცემის დროს, თავს დაგვესხა რამდენიმე მოძალადე. გადავიდნენ უაპელაციოდ, პირდაპირ გინებაზე, რასაც ინციდენტი მოჰყვა.პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო და ორი ნაძირალა დააკავა.(აღნიშნული დანაშაული ჟურნალისტების მიერ ვიდეოზეა აღბეჭდილი)",– წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი კახა კვეკვესკირი.
შეგახსენებთ, რომ მოძალადეების პირველი მსხვერპლი 5 ივლისს სწორედ სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ: რადიკალურმა დაჯგუფებებმა მათ რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები დაურბიეს.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.


