Accentnews.ge
მოძალადეებმა "ტვ პირველის" ოპერატორი დაკბინეს

მოძალადეებმა "ტვ პირველის" ოპერატორი დაკბინეს

05/07/2021 18:35:05 საზოგადოება

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები "ტვ პირველის" ოპერატორ ლევან ბრეგვაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის დაკბინეს.

ოპერატორს ტანზე აქვს ნაკბენი.

როგორც ბრეგვაძე აცხადებს, მოძალადეები მედია საშუალებების წარმომადგენლებს თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ.

"გამიზნულად გვირტყამდნენ სახეში და წელზე. ფეხებში შემთხვევით თუ მოგვარტყავდნენ წიხლს. [...] თავიდან მინიმუმ, 15 ადამიანი დამესხა თავს, მერე იცვლებოდნენ, ხან ერთი დამარტყამდა, ხან მეორე... თითქოს სიამოვნებას იღებდნენ ჩემი ცემით", – ჰყვება ბრეგვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

უწყების ცნობით, გამოძიება ძალადობის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S