Accentnews.ge
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

24/07/2019 15:23:18 სხვა, სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ლონდა თოლორაია შეცვალა.

ნინო ცაციაშვილი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

მისი სამუშაო გამოცდილება, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შემდეგია:

2017-2018 წლებში საქმიანობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიწვეულ ლექტორად;

2016 წლიდან მუშაობს ტრენერად შემდეგი მიმართულებებით: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, გამოძიების ელექტრონული პროგრამა, სასამართლო უნარ-ჩვევები, საპროცესო დოკუმენტების შედგენა;

2016-2018 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიში, მიწვეულ ტრენერად;

2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი;

2014-2015 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად;

2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე;

2007-2008 წლებში იყო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი;

2009-2019 წლებში, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში მონაწილეობდა 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სასწავლო ვიზიტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის: “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები” (2017 წელი – დიდი ბრიტანეთი); “მოწმისა და დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა” (2017 წელი – ყაზახეთი); “ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და კვლევის მეთოდოლოგია” (2016 წელი – საქართველო);

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების HELP-ის პლატფორმით გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი (2017 წელი) და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე სწავლების პროგრამა (2016 წელს).

ასევე, გავლილი აქვს სპეციალური სწავლება “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა” (2015 წელი);

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S