ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ერაზმუს+“-ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ ფარგლებში, კონსორციუმის შეხვედრას მასპინძლობს
05/07/2021 17:26:06 საზოგადოება, რეკლამა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ერაზმუს+“-ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ - Strengthenining the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities“/SQUARE SQUARE“ ფარგლებში, პროექტის კონსორციუმის შეხვედრას მასპინძლობს.
შეხვედრა გახსნეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ.
პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული. სამი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტები უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.


