Amnesty International-ის გენდირექტორი: "სრულიად აღშფოთებული ვარ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობითა და პოლიციის უმოქმედობით"
05/07/2021 17:24:38 საზოგადოება
Amnesty International-ის გენერალური დირექტორი აგნეს კალამარდი დღეს თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "აღშფოთებულია პოლიციის უმოქმედობით".
“აღშფოთებული ვარ "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობითა და პოლიციის უმოქმედობით, როდესაც დაჯგუფებები თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს. საქართველოს აქვს LGBT ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაიცვას ვალდებულებები. მათ უნდა გამოიძიონ და დასაჯონ ძალადობის ჩამდენი პირები” , - წერს კალამარდი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.


