Accentnews.ge
RSF თბილისში ჟურნალისტებზე თავდასხმებს მკაცრად გმობს

RSF თბილისში ჟურნალისტებზე თავდასხმებს მკაცრად გმობს

05/07/2021 17:13:21 პოლიტიკა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები - საზღვრების გარეშე" (RSF) დღეს თბილისში მედიის წარმომადგენლებზე ძალადობრივ თავდასხმებს მკაცრად გმობს.

«დღეს თბილისში მედიის ათობით წარმომადგენელს დაესხნენ თავს ულტრამემარჯვენე აქტივისტები, რომლებიც "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო აქციაზე იყვნენ გასულები. ჩვენ, «რეპორტიორები საზღვრების გარეშე», მკაცრად ვგმობთ ამ მასობრივ თავდასხმას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს ქმედებები ასევე დაგმოს და თითოეული მსგავსი ფაქტი სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს», - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, დღევანდელი მოვლენების დროს მედიის 60-მდე წარმომადგენელი დაშავდა. დაშავებულთა სია მუდმივად ახლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S