"5 ადგილზე ვიყავით, ყველგან მოგვაგნეს... ასაფეთქებელიც შემოაგდეს"
05/07/2021 15:27:48 საზოგადოება
"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების გამო დღის განმავლობაში ხშირად უწევდათ ადგილის შეცვლა.
"5 სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ დღეს. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს საერთოდ... რანაირად? სუს-ის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!" - წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.


