Accentnews.ge
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: "ვგმობთ ძალადობას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ"

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: "ვგმობთ ძალადობას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ"

05/07/2021 15:20:47 საზოგადოება

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„ჩვენ ვგმობთ 2021 წლის „თბილისი პრაიდზე“ ჟურნალისტებსა და ორგანიზატორებზე განხორციელებულ მუქარას და თავდასხმას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ ლგბტი პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, –ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S