Accentnews.ge
Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი: "სამწუხარო დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის"

Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი: "სამწუხარო დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის"

05/07/2021 15:10:33 საზოგადოება

სამწუხარო დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის, - ასე ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გიორგი გოგია.

„ულტრა მემარჯვენე მოძალადე ბრბო, რომელსაც მხარს უჭერს ეკლესია და გამხნევებულია პრემიერ - მინისტრის წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო განცხადებით, თბილისის ცენტრში „პრაიდის მარშის“ აღსაკვეთად, ჟურნალისტებზე თავდასხმის განხორციელებისა და „პრაიდის“ ოფისში შესაჭრელად შეიკრიბა“, - წერს გიორგი გოგია.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S