Accentnews.ge
ტურისტი, რომელიც „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა დაჭრეს, ალადაშვილის კლინიკაში რჩება

ტურისტი, რომელიც „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა დაჭრეს, ალადაშვილის კლინიკაში რჩება

05/07/2021 15:01:55 საზოგადოება

ტურისტი, რომელიც „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, ალადაშვილის კლინიკაში რჩება.

ექიმების თქმით, ტურისტს დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა, ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას თავს იმის გამო დაესხნენ, რომ საყურე ეკეთა. მომხდარზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S