Accentnews.ge
„პალიტრანიუსის“ ოპერატორის ოპერაცია დასრულდა - იგი თავის ტრავმითა და ცხვირის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში რჩება

„პალიტრანიუსის“ ოპერატორის ოპერაცია დასრულდა - იგი თავის ტრავმითა და ცხვირის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში რჩება

05/07/2021 14:59:05 საზოგადოება

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებული პალატაშია გადაყვანილი.

მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, რის გამოც, ოპერაცია გახდა საჭირო.

ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმი კომენტარს ხვალ დილით გააკეთებს.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S