„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“: "შსს-მ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მოძალადე პირების იდენტიფიცირება და დაკავება"
05/07/2021 14:42:52 საზოგადოება
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმანება და აცხადებს, რომ "შსს-მ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მოძალადე პირების იდენტიფიცირება და დაკავება".
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ულტრამემარჯვენე დემონსტრანტების მიერ, 20-ზე მეტ ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის გამო, როდესაც ისინი თბილისში მიმდინარე „პრაიდის“ მოვლენებს აშუქებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.


