ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემ ჟურნალისტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა
05/07/2021 14:00:23 საზოგადოება
"პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერაცია უტარდება.
როგორც ნიუ ჰოსპიტალსის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, დაშავებულს თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.
მისივე თქმით, კლინიკაში კვლევები აქციიდან მიყვანილ კიდევ სამ ადამიანს უტარდება.
"იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლის მოტეხილობით. ის საოპერაციოშია გადაყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად არის კვლევის სტადიაში. ყველა სტაბილურია", - განაცხადა ექიმმა.


