Accentnews.ge
საპატრიარქო აცხადებს, რომ სასულიერო პირების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს

საპატრიარქო აცხადებს, რომ სასულიერო პირების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს

05/07/2021 13:50:50 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ სასულიერო პირების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს.

"კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი. დაფიქსირდა ტურისტის დაჭრის ფაქტიც. პირმა, რომელსაც პოლონელი ტურისტის თმის ვარცხნილობა და საყურე არ მოეწონა, ოთხი ჭრილობა მიაყენა და „ეშმაკს“ უწოდებდა. თავდამსხმელი პოლიციის მისვლამდე ადგილობრივებმა გააკავეს. ძალადობრივი ჯგუფები მრგვალ ბაღთან დაედევნენ მოზარდებს, რომელთაც თმის სიგრძე დაუწუნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S