Accentnews.ge
"მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში"

"მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში"

24/07/2019 14:13:22 სხვა, სამართალი

მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში ვიზიტისა და ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ განცხადა.

მან მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა ორკესტირებულ შეტევად, რომელიც არა მხოლოდ, „თიბისი ბანკის“ ინევესტორებს აყენებს ზიანს, ასევე ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსაც აზარალებს.

„არ შევუდგები ახლა ბრალეულობაზე კომენტარების გაკეთებას, ეს ადვოკატების საქმეა და გასაგებია, რომ ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია. თქვენ გახსოვთ, მე ორკესტირებული შეტევა დავარქვი და ეს არის გააგრძელება ამ ორკესტრის, ძალიან ცუდი დირიჟორები ჰყავს და ძალიან ცუდი მუსიკოსები. დღევანდელი ბრიფინგი წინა ორი ბრიფინგის გამეორებაა, რომლებმაც იანვარ-თებერვალში გამოიწვია ლონდონში ჩვენი აქციონერების 200 მილიონით დაზარალება, დღევანდელი ბრიფინგით მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს აქ 5 წუთით მოვსულიყავით, რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის 8%-ით დააგდეს „თიბისი ბანკის“ აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით დააზარალეს ჩვენი ინვესტორები. ესაა პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედება,“-აცხადებს ხაზარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S