Accentnews.ge
ბრიტანეთის საელჩო: "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინონ შემდგომი ძალადობის პრევენცია"

ბრიტანეთის საელჩო: "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინონ შემდგომი ძალადობის პრევენცია"

05/07/2021 11:26:03 საზოგადოება

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თბილისში, რუსთაველის გამზირზე აგრესიული ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინონ ძალადობის პრევენცია.

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ძალადობა, მუქარა ლგბტქ+ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას, რაც აზიანებს სტუმართმოყვარე და ტოლერანტული ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინონ შემდგომი ძალადობის პრევენცია და დაიცვას ინდივიდუალური პირების კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები", - აცხადებს ბრიტანეთის საელჩო.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S